ბოატენგი: "ვფიქრობ, ბევრისთვის სამაგალითო ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი: "ვფიქრობ, ბევრისთვის სამაგალითო ვარ"


ბოატენგი:

ფრანკფურტის "აინტრახტის" შემტევი ნახევარმცველი, კევინ-პრინც ბოატენგი, მიიჩნევს, რომ მას საკმაოდ ღირსეული კარიერა აქვს.

"ვფიქრობ, ბევრი ფეხბურთელისათვის სამაგალითო ვარ, ვინაიდან ზურგს კარგი კარიერა მიმაგრებს.

"აინტრახტში" იმისათვის გადმოვედი, რომ გუნდს დავეხმარო და ძალიან სასარგებლო ვიყო.

არის ძალიან ბევრი მოთამაშე, რომლის ბუნდესლიგაში მოყვანაც მსურს. თუ ამ კუთხით ოდესმე მომიწევს მუშაობა, მზად ვარ ეს იდეა განვახორციელო", - აღნიშნა კევინ-პრინცმა.

30 წლის განელი ბერლინის "ჰერტას" აღზრდილია და ამ გუნდის გარდა "ტოტენჰემში", დორტმუნდის "ბორუსიაში", "პორთსმუტში", "მილანში", "შალკესა" და "ლას პალმასში" აქვს ნათამაშები.

ამ ზაფხულს კევინ-პრინც ბოატენგი უფასოდ "აინტრახტს" შეუერთდა და 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან "არწივების" მაისურით წინა ტურში გოლის გატანაც მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
კევინ-პრინც ბოატენგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები