ანჩელოტი: "ნაგელსმანის ამბიციები ნორმალურია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "ნაგელსმანის ამბიციები ნორმალურია"


ანჩელოტი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა თავკაცის, იულიან ნაგელსმანის, კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ამბიციები სავსებით ნორმალურია.

"სავსებით ნორმალურია, რომ ისეთი ახალგაზრდა და ღირსეული სპეციალისტი, როგორიც იულიანია, ოცნებობს რომელიმე გრანდის ჩაბარებაზე. ის გერმანელია, ამიტომაც ეს სავსებით ნორმალურია", - განაცხადა 58 წლის იტალიელმა.

"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ნაგელსმანის მუშაობით უკვე მოიხიბლა და შესაძლოა იულიანმა უახლოეს წლებში კარლო ანჩელოტი შეცვალოს.

თავად 30 წლის გერმანელმაც აღნიშნა, რომ მისთვის "ბაიერნი" მნიშვნელოვანი კლუბია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები