ჰოფმანი: "სათამაშო პრაქტიკას ვიმსახურებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოფმანი: "სათამაშო პრაქტიკას ვიმსახურებ"


ჰოფმანი:

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, იონას ჰოფმანი, გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

"სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპსა და ამხანაგურ თამაშებში ნაჩვენები თამაშის შედეგად უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას ვიმსახურებ.

ის ფაქტი, რომ შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში, ჩემს მაღალ დონეზე მეტყველებს. გარდა ამისა, "მ.ბორუსიას" გერმანიის თასის მეორე წრეში გასვლაში დავეხმარე", - განაცხადა 25 წლის გერმანელმა.

ბუნდესლიგის ახალ სეზონში ჰოფმანმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საერთო ჯამში მოედანზე მხოლოდ 62 წუთი დაჰყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები