მიულერი: "ეს თემა უნდა დაიხუროს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიულერი: "ეს თემა უნდა დაიხუროს!"


მიულერი:

მიუნხენური გრანდის შემტევი ნახევარმცველი, თომას მიულერი, მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს.

"წინ გრძელი სეზონია. ჩვენ კიდევ ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ წინ ვერ წავალთ თუ ყოველ სამშაბათს და შაბათს ამ თემის განხილვით ვიქნებით დაკავებული.

ინტერესი მესმის, რადგან საუბარი "ბაიერნს" ეხება. ყოველთვის ცდილობენ, რომ გუნდში გარკვეული არეულობა შეიტანონ, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ.

როგორც არიენ რობენმა აღნიშნა, ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი", - განაცხადა მიულერმა.

28 წლის გერმანელმა კარლო ანჩელოტის გუნდში რეგულარული ადგილი დაკარგა და სათადარიგო სკამზე ხშირად უწევს ჯდომა. ამან გერმანიაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი თომას მიულერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები