ვერნერი: "ახლა რეალზე არ ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერნერი: "ახლა რეალზე არ ვფიქრობ"


ვერნერი:

"ლაიფციგის" ცენტრალური თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მივიღე და როდესაც წავიკითხე ვიფიქრე, რომ ეს ტყუილია. თუმცა არ მოგატყუებთ, რომ მადრიდის "რეალის" ინტერესმა არ გამახარა. ეს მართლაც სასიამოვნოა.

თუმცა ახლა არამხოლოდ "რეალზე", არამედ არცერთ დიდ კლუბზე არ ვფიქრობ. მხოლოდ "ლაიფციგზე" ვარ კონცენტრირებული", - აღნიშნა 21 წლის გერმანელმა.

ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" გაისად გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევის გადაბირებას ეცდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი ტიმო ვერნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები