ბოატენგი: "მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიფიქროთ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი: "მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიფიქროთ!"


ბოატენგი:

მიუნხენური გრანდის ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, მიიჩნევს, რომ "ბაიერნმა" სრული მობილიზაცია უნდა მოახდინოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.

"რა თქმა უნდა, 10 კაციანი გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ რთული გამარჯვების მოპოვება ჩვენი მიზანი არ არის. უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და გუნდურად ვითამაშოთ.

ჩვენ კვლავ მთავარ რამეზე - ფეხბურთზე უნდა ვიფიქროთ! ახლა ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ხმაურია და მობილიზაცია უნდა მოვახერხოთ. ხოლო მაშინ, როდესაც საქმეები ცუდად მიდის, კრიტიკა ლოგიკურია.

ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ კიდევ უნდა განვვითარდე და ამაზე ბევრს ვმუშაობ. თუმცა მოთმინება მჭირდება, რადგან ოპტიმალური ფორმის აკრეფვას გარკვეული დრო სჭირდება და სათამაშო პრაქტიკას ნელ-ნელა აღვიდგენ", - განაცხადა ბოატენგმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ჟერომ ბოატენგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები