ნაგელსმანი: "ანჩელოტის უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე მაისურები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაგელსმანი: "ანჩელოტის უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე მაისურები"


ნაგელსმანი:

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, კარლო ანჩელოტის დიდ წარმატებები ხუმრობით აღნიშნა.

"ეს ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ მომავალზე ვსაუბრობდით. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მსოფლიო დონის კლუბის გაწვრთნა მსურს. ეს სავსებით გულწრფელი და ღია პასუხები იყო.

ამის შემდეგ ანჩელოტის შეტყობინება გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. იმედი მაქვს, ის მხოლოდ სათაურებს არ კითხულობს.

კარლოს უდიდეს პატივს ვცემ. მას უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე კარადაში თეთრეული და მაისურები ერთად", - აღნიშნა ნაგელსმანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები