კვერკველიამ და ლოკომოტივმა კოპენჰაგენში უგლოდ ითამაშეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვერკველიამ და ლოკომოტივმა კოპენჰაგენში უგლოდ ითამაშეს


კვერკველიამ და ლოკომოტივმა კოპენჰაგენში უგლოდ ითამაშეს

ევროპა ლიგის თასზე 4 ქართველი ფეხბურთელიდან, ერთი უკვე გავიდა მოედანზე _ სოლომონ კვერკველიამ და მოსკოვის ლოკომოტივმა სტუმრად უგოლო ფრე ითამაშეს კოპენჰაგენთან.

კვერკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ლოკომოტივმა გოლი რომ არ გაუშვა, მისი დამსახურებაც არის.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფ ჯგუფში ლოკომოტივს პირველი ტურის შემდეგ 1 ქულა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ გუნდს _ კოპენჰაგენს, ზლინსა და შერიფს. ასე რომ, დღევანდელი ქულა რკინიგზელთა აქტივში უნდა ჩაიწეროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები