მანეს დასაფასებელი კომენტარი: "როცა მეკარეს სახიფათოდ დავეჯახე, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანეს დასაფასებელი კომენტარი: "როცა მეკარეს სახიფათოდ დავეჯახე, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი"


მანეს დასაფასებელი კომენტარი:

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ინციდენტი მოხდა. "ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე "სიტის" მეკარეზე, ედერსონზე ძალიან უხეშად წავიდა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

ამასთან დაკავშირებით მანემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის რაც მოხდა, გაუთვალისწინებელი ფაქტი იყო.

"როცა მეკარეს სახიფათოდ დავეჯახე, არა გაძევებაზე, არამედ მის მდგომარეობაზე ვფიქრობდი. წითელმა ბარათმა კი გამაოცა, რადგან მეგონა მსაჯი ყვითელი ბარათით გამაფრთხილებდა.

ის, რაც მოხდა, გაუთვალისწინებელი იყო. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ვცდილობ, მსგავსი ქმედებებისგან შორს ვიყო", - აცხადებს მანე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები