მორატა: "არ არსებობს გუნდი, სადაც მე მითამაშია და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ გასულა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა: "არ არსებობს გუნდი, სადაც მე მითამაშია და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ გასულა"


მორატა:

ლონდონის "ჩელსის" ესპანელ თავდამსხმელმა ალვარო მორატას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"არ არსებობს გუნდი, სადაც მე მითამაშია და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ გასულა. მეტიც, რეალმა ტიტული ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება ძალიან რთულია, მაგრამ ჩელსის კარგი გუნდი ჰყავს და ამისთვის ვიბრძოლებთ.

რაც ჩელსიში გადმოვედი, გოლები თავით გამაქვს. მალე ყველაფერი გამოსწორდება და გოლებს ფეხითაც გავიტან", - აცხადებს მორატა.

არისტკორატებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მორატას სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები