საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ევრობასკეტზე დიდი სენსაცია დააფიქსირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ევრობასკეტზე დიდი სენსაცია დააფიქსირა


საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ევრობასკეტზე დიდი სენსაცია დააფიქსირა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დიდი სენსაცია დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, ამჟამად კოკოშკოვი სლოვენიის ნაკრები მთავარი მწვრთნელია. სლოვენიელები ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდნენ.

ამ შეხვედრაში უდავო ფავორიტად ესპანელები მიიჩნეოდნენ. ევროპის მოქმედი ჩემპიონები პარკეტზე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ.

თუმცა მთელი შეხვედრა სლოვენიელების უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ, ეს უპირატესობა იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო 5 წუთს ფორმალური სახე მიეცა. 92-71 - სლოვენია ფინალშია.

ფინალურ ეტაპზე სლოვენიელების მეტოქე სერბეთსა და რუსეთს შორის გამარჯვებული ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 7 წლის განმავლობაში წრთვნიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები