საბა კვერკველია ევროპა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბა კვერკველია ევროპა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა


საბა კვერკველია ევროპა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "კოპენჰაგენსა" და მოსკოვის "ლოკომოტივს" შორის, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

90 წუთი ითამაშა მოსკოვური გუნდის ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ, რომელმაც მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ იყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

ხმათა უმრავლესობით, ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ საბა კვერკველია გახდა.

ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩს "ლოკომოტივი" 28 სექტემბერს, "ზლინთან" გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები