კაშია ლაციოსთან მარცხის შემდეგ: "ვიტესის მთავარი პრობლემა მარტივი ბურთების გაშვებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაშია ლაციოსთან მარცხის შემდეგ: "ვიტესის მთავარი პრობლემა მარტივი ბურთების გაშვებაა"


კაშია ლაციოსთან მარცხის შემდეგ:

"ვიტესისა" და "ლაციოს" მატჩის შემდეგ, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა, კომენტარი არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ძალიან მარტივი ბურთები გავუშვით.

პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ ვიტესი ამ მატჩისთვის კარგად იყო მომზადებული, თუმცა გუნდის მთავარი პრობლემა სწორედ ასეთი გოლების გაშვებაა.

თავის მხრივ, ლაციომაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და საბოლოოდ, სასურველი ანგარიშიც დააფიქსირა.

ვიტესმა რომ გოლები გაუშვა, არა იმობილეს გამოსვლის დამსახურება, არამედ ჩვენი შეცდომების ბრალია, თუმცა იმობილე ძალიან კარგი ფეხბურთელია", - აცხადებს კაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები