საქართველოს თასის ნახევარფინალში იმერული და ქართული დერბი გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს თასის ნახევარფინალში იმერული და ქართული დერბი გაიმართება


საქართველოს თასის ნახევარფინალში იმერული და ქართული დერბი გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრების მეკარე, მარიამ კომლაძე მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იმერეთი-ჩიხურა;
ტორპედო-დინამო (თბ);

ნახევარფინალური შეხვედრები 1 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები კი, ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს მატჩი ქუთაისში, სადაც ქართული დერბი გაიმართება. იმერული დერბია ხონშიც, სადაც ფავორიტად საჩხერის ჩიხურა მოიაზრება, თუმცა თასის ფორმატმა ფავორიტები არ იცის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები