რეალი ტრანსფერებში 178 მილიონ ევროს დახარჯავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი ტრანსფერებში 178 მილიონ ევროს დახარჯავს


რეალი ტრანსფერებში 178 მილიონ ევროს დახარჯავს

მადრიდის "რეალმა" ახალი სეზონისთვის ფინანსები შეაჯამა.

ცნობილია, რომ კლუბმა გასულ სეზონში საერთო ჯამში 674 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

MARCA წერს, რომ 674 მილიონი ევროდან 178 მილიონ ევროს ფლორენტინო პერესი ტრანსფერებისთვის გამოყოფს.

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდმა რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელი გაუშვა, საიდანაც 127 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ზიდანმა სანაცვლოდ მხოლოდ 49 მილიონი ევრო დახარჯა.

ფრანგმა, გასულ კვირას ღიად დააფიქსირა თავისი აზრი ფორვარდის შესახებ. ზიდანი ამბობს, რომ მის გუნდს ამჟამად ერთი შემტევი ფეხბურთელი აკლია.

დიდია იმის ალბათობა, რომ მწვრთნელმა ეს დანაკლისი მალე აღმოფხვრას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები