ბენზემამ რეალის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენზემამ რეალის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა


ბენზემამ რეალის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" შემტევმა კარიმ ბენზემამ "სამეფო კლუბის" შესაძლო დატოვებაზე კომენტარი გააკეთა.

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ გუნდში ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე რონალდუ ითამაშებს და ფრანგის ადგილი აღარ იქნება.

"როდესაც ფორვარდი ხარ და სისტემატიურად ხვდები ძირითად შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გუნდი "რეალია", - მოკლედ უპასუხა ფრანგმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები