ბარსელონა კოუტინიოს აღარ იყიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა კოუტინიოს აღარ იყიდის


ბარსელონა კოუტინიოს აღარ იყიდის

"ბარსელონამ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფელიპე კოუტინიოს შეძენა გამორიცხა.

ხშირად იწერებოდა, რომ 25 წლის ბრაზილიელი "ბლაუგრანას" იანვარში შეუერთდებოდა, თუმცა ტრანსფერი გამოირიცხა.

მიმდინარე კვირას კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში, "სევილიასთან" გამოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მიმდინარე სეზონში სხვა გუნდის შემადგენლობაში, ლიგაზე ვეღარ გამოვა.

კატალონიურ გუნდს სურდა, რომ ბრაზილიელს მხოლოდ პრემიერ ლიგაში ეთამაშა და ზამთარში გაეფორმებინა, რის შემდეგაც ის "ბარსელონას" შემადგენლობაში შეძლებდა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას.

გაცნობებთ, რომ გუნდი ზაფხულში კოუტინიოს სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა "ლივერპულმა" 200 მოითხოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები