მარსელომ საუკეთესო თანაგუნდელი და ყველაზე რთულად შესაჩერებელი მეტოქე დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელომ საუკეთესო თანაგუნდელი და ყველაზე რთულად შესაჩერებელი მეტოქე დაასახელა


მარსელომ საუკეთესო თანაგუნდელი და ყველაზე რთულად შესაჩერებელი მეტოქე დაასახელა

მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ საუკეთესო თანაგუნდელი და ყველაზე რთულად შესაჩერებელი მეტოქე დაასახელა.

ბრაზილიელი წლებია მესის წინააღმდეგ თამაშობს, თუმცა მან უფრო რთულად შესაჩერებლად ნეიმარი მიიჩნია.

რაც შეეხება საუკეთესო თანაგუნდელს, ეს რონალდუა.

"ისეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი, როგორებიც იყვნენ რონალდო, ნისტელროი, რონალდინიო და ა.შ

თუმცა რონალდუ უნდა დავასახელო. უკვე წლებია მის გვერდით ვთამაშობ, ვუკეთებ საგოლე გადაცემებს და გოლებს მასთან ერთად აღვნიშნავ.

ყველაზე რთულად შესაჩერებელი მეტოქე ვფიქრობ, რომ ნეიმარი იყო", - ამბობს მარსელო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები