4 დაპატიმრებული და 3 000-ის ნაცვლად 20 000 ჩასული გულშემატკივარი არსენალის მატჩზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

4 დაპატიმრებული და 3 000-ის ნაცვლად 20 000 ჩასული გულშემატკივარი არსენალის მატჩზე


4 დაპატიმრებული და 3 000-ის ნაცვლად 20 000 ჩასული გულშემატკივარი არსენალის მატჩზე

გუშინ, ევროპა ლიგის მატჩზე "არსენალმა" "კიოლნი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო, რადგან "ემირეით სტეიდიუმს" ფანების არანორმალურად დიდი ნაკადი მიაწყდა.

გერმანული გუნდი "კიოლნი" ევრო ტურნირებზე 25-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა, რაც გულშემატკივრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.

გერმანელებისთვის ტრიბუნებზე მხოლოდ 3 000 ადგილი იყო გამოყოფილი, თუმცა ლონდონში 20 000 გულშემატკივარი ჩავიდა, რამაც არეულობა გამოიწვია.

მოედნის გარეთ არანორმალურად დიდი ხალხის მასა იყო, რის გამოც სტადიონზე შესვლა ვერ მოხერხდა.

ასევე, მცირე არეულობის გამო პოლიციამ 4 გულშემატკივარი დააპატიმრა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები