რამოსი: "ზედიზედ მესამედ? რატომაც არა?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი: "ზედიზედ მესამედ? რატომაც არა?"


რამოსი:

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება სურს.

ბოლო 4 წელში "სამეფო კლუბმა" 3-ჯერ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება, რამოსს კი კიდევ ერთი სურს.

"ამ მომენტისთვის "რეალი" არის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ჩემპიონთ ლიგის ტიტული აქვს და არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითობაა.

წელს ჩვენ საკმაოდ კარგი გამოწვევა გვაქვს - დავიცვათ ლიგის ტიტული ზედიზედ მესამედ, რატომაც არა?", - განაცხადა რამოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები