დაუმმა რუმინეთის ნაკრები დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დაუმმა რუმინეთის ნაკრები დატოვა


დაუმმა რუმინეთის ნაკრები დატოვა

გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა, კრისტოფ დაუმმა, რუმინეთის ეროვნული ნაკრები დატოვა.

რუმინული ფეხბურთის ფედერაციამ, დაუმთან შეთანხმების ნიადაგზე, მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვიტა.

63 წლის გერმანელი რუმინეთის ეროვნულ გუნდს ბოლო 14 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ, რაც რუმინელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები დაკარგეს, დაუმმა საკუთარი პოსტი დატოვა.

კრისტოფ დაუმის ხელმძღვანელობით რუმინეთმა სულ 8 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
კრისტოფ დაუმი რუმინეთის ნაკრები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები