დიუფმა სტოკთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიუფმა სტოკთან გაახანგრძლივა


დიუფმა სტოკთან გაახანგრძლივა

"სტოკ სიტის" თავდამსხმელმა, მამე ბირამ დიუფმა, საკუთარ კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მეთუნეების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 29 წლის სენეგალელმა მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

მამე დიუფი "სტოკ სიტის" 2014 წელს "ჰანოვერიდან" შეუერთდა და ამას შემდეგ "მეთუნეების" რიგებში ჩატარებულ 99 შეხვედრაში 19 ბურთის გატანა მოახერხა.

უნივერსალურმა აფრიკელმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 27 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მამე დიუფი სტოკ სიტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები