ლივერპული ზამთარში დე ვრეის დამატებას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპული ზამთარში დე ვრეის დამატებას ეცდება


ლივერპული ზამთარში დე ვრეის დამატებას ეცდება

"ლივერპული" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რომის "ლაციოს" ცენტრალური მცველის, სტეფან დე ვრეის, გადაბირებას ეცდება.

მერსესაიდულ გრანდს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, ამ პოზიციის გაძლიერება სურს.

"Calciomercato" იტყობინება, რომ "წითლების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 25 წლის ჰოლანდიელია და "ლივერპული" მოქმედებას იანვარში დაიწყებს.

იტალიის სერია ა-ს გასულ სეზონში დე ვრეიმ 27 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები