ახალი ტექნოლოგია პოლარი ეროვნულ ლიგაში გამოიყენება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ახალი ტექნოლოგია პოლარი ეროვნულ ლიგაში გამოიყენება


ახალი ტექნოლოგია პოლარი ეროვნულ ლიგაში გამოიყენება

ეროვნული ლიგის ვებგვრდის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ხვალ, 16 სექტემბერს, სამტრედია-ლოკომოტივის მატჩში გამოიყენება თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული საწვრთნელი ტექნოლოგია, რომელიც სპორტის სხვა სახეობებშიც პოპულარულია და „პოლარის“ სახელითაა ცნობილი.

დაფარული დისტანციის, აჩქარებების რაოდენობის, ტემპის ცვალებადობისა და დატვირთვების გაზომვა და ანალიზი რეალურ დროში _ ამ სისტემით სხვა უამრავი ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი, რაც დღევანდელ ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი საშუალებაა მწვრთნელებისთვის გუნდის მომზადების პროცესში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, კვლავ აქტიურად ითანამშრომლოს კლუბებთან და ახლო მომავალში სხვა საინტერესო სიახლეებიც დანერგოს ეროვნულ ლიგაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები