კახა ჩხეტიანი: დინამოსთან რთულ შეხვედრას ველით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კახა ჩხეტიანი: დინამოსთან რთულ შეხვედრას ველით


კახა ჩხეტიანი: დინამოსთან რთულ შეხვედრას ველით

ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თასის ნახევარფინალის კენჭისყრა შეაფასა და მეტოქეზე, თბილისის დინამოზე ისაუბრა.

_ ნებისმიერ გუნდთან, რომელიც არ უნდა შეგვხვედროდა, შანსები 50/50-ზე იქნებოდა. შევარდენთან მატჩის მერეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ეს თასის გათამაშებაა, სადაც გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ერთ მატჩს ატარებენ და იმ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს თუ ეს ნახევარფინალია! ასე რომ, ყველა მეტოქისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით და მათ შორის, დინამოსთვისაც. მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და ცხადია, მათთან რთულ შეხვედრას ველით. კარგია, რომ ქუთაისში, ჩვენს მოედანზე მოგვიწევს თამაში. ახლა სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის და ფინალში გასასვლელად მაქსიმუმი გავიღოთ. უმნიშვნელოვანესი იქნება გულშემატკივრის ფაქტორი. მათ გარეშე ფეხბურთს აზრი არ აქვს და მით უმეტეს ამ კლუბისთვის - ტორპედოსთვის გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა. დიდი იმედი გვაქვს მათი მხარდაჭერის და ვეცდებით, იმედები არ გავუცრუოთ! - აცხადებს ჩხეტიანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები