ჩემპიონთა ლიგა - პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა - პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები


ჩემპიონთა ლიგა - პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

პირველი კვირის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (2) ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალს" ჰყავთ.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო კვირის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ალისონი ("რომა").

მცველები: დავიდე ზაპაკოსტა ("ჩელსი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი").

ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ფელიპე პარდო ("ოლიმპიაკოსი"), მარუან ფელაინი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი ("პსჟ"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი").

ჩემპიონთა ლიგა - პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები