კომანს განაჩენი გამოუტანეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კომანს განაჩენი გამოუტანეს


კომანს განაჩენი გამოუტანეს

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ვინგერმა, კინგსლი კომანმა, გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, რადგან პარიზის სასამართლოში იმყოფებოდა.

მეგობარ გოგონაზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით კინგსლი პარიზის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5,000 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ივნისის ბოლოს კომანის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, სეფორა გოინანმა, პოლიციაში დარეკა და აღნიშნა, რომ კინგსლი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. შედეგად, კომანი დროებით დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით სეფორამ სასამართლოში იჩივლა.

კინგსლისა და სეფორას ორი გოგონა ჰყავთ, მაგრამ მათი ურთიერთობა უკვე ოფიციალურად დასრულდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კინგსლი კომანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები