კოლო ტურე სელტიკის სამწვრთნელო შტაბში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოლო ტურე სელტიკის სამწვრთნელო შტაბში შევიდა


კოლო ტურე სელტიკის სამწვრთნელო შტაბში შევიდა

ლონდონის "არსენალისა" და კოტ'დიუვარის ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, კოლო ტურე, გლაზგოს "სელტიკის" სამწვრთნელო შტაბში შევიდა.

შოტლანდიური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ტურე "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის, ტექნიკური ასისტენტი იქნება.

გარდა ამისა, 36 წლის აფრიკელი კოტ'დიუვარის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზეც იმუშავებს.

კოლო ტურე, რომელიც "არსენალის" გარდა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" ღირსებებს იცავდა, დიდი ფეხბურთიდან ამ ზაფხულს წავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
კოლო ტურე სელტიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები