ვალვერდე: "დემბელეს დრო სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "დემბელეს დრო სჭირდება"


ვალვერდე:

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ბლაუგრანას" მთავარ ახალწვეულზე, უსმან დემბელეზე, ისაუბრა.

"როდესაც გუნდს დასვენებისთვის ცოტა დღე აქვს, ძირითად შემადგენლობაში ცვილელები სავსებით მოსალოდნელია. გუნდი მხოლოდ 11 ფეხბურთელისგან არ შედგება.

ამ კვირაში სამი თამაშის ჩატარება მოგვიწევს და ვალდებულნი ვართ, რომ 9 ქულა მოვიპოვოთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე სტანდარტებზე კარგად მოქმედებს. "ხეტაფესთან" მატჩი მძიმე იქნება.

რაც შეეხება დემბელეს, ის თავის თამაშს ნელ-ნელა გააუმჯობესებს. მას თანაგუნდელებთან ადაპტაციისათვის დრო სჭირდება", - განაცხადა ვალვერდემ.

კატალონიურმა გრანდმა 20 წლის ნიჭიერი ფრანგი ვინგერი დორტმუნდის "ბორუსიადან" დაიმატა და მისი ტრანსფერი 150 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები