გიუნდოგანი: "რატომ დატოვა პეპმა ბაიერნი?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიუნდოგანი: "რატომ დატოვა პეპმა ბაიერნი?"


გიუნდოგანი:

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და აღნიშნა თუ რატომ დატოვა ესპანელმა სპეციალისტმა გერმანული გრანდი.

"გვარდიოლას ძალიან უნდოდა, რომ "ბაიერნში" გადავეყვანე და ტიაგო ალკანტარას გვერდით მეთამაშა. გარდა ამისა, მას კევინ დე ბრუინისა და ლეროი სანეს დამატება სურდა.

თუმცა მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობამ პეპის თხოვნები არ შეასრულა და ამიტომაც გვარდიოლამ გუნდი გასულ წელს დატოვა.

მე და პეპს ერთი საფეხბურთო იდეა გვაქვს - ბურთის დაჭერა, მისი სრული კონტროლი და ტექნიკური ფეხბურთის თამაში. სწორედ ამიტომ პეპს მოედნის ცენტრში ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები სჭირდება", - განაცხადა ილქაიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები