მიულერი: "ბაიერნი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიულერი: "ბაიერნი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის"


მიულერი:

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, თომას მიულერი, საკუთარი გუნდის თამაშით ამ ეტაპზე უკმაყოფილოა.

"ბაიერნი" ოპტიმალურ თამაშს ჯერ ვერ აჩვენებს. "ჰოფენჰაიმთან" მატჩამდე დადებითი შედეგები გვქონდა, მაგრამ ჩვენი თამაშით ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ.

ფეხბურთელებს ურთიერთგაგება აკლიათ, შეტევაში კი ბურთის გარეშე მოქმედება უნდა გავაუმჯობესოთ, თავისუფალი ზონები მოვძებნოთ და მეტოქეზე სერიოზული ზეწოლა განვახორციელოთ", - განაცხადა მიულერმა.

ბუნდესლიგის საწყის 3 ტურში მიუნხენელებმა 6 ქულა დააგროვეს, ჩემპიონთა ლიგა კი "ანდერლეხტთან" საშინაო გამარჯვებით (3:0) დაიწყეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი თომას მიულერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები