19 წლამდე გოგონები პოლონეთთანაც განადგურდნენ
თარიღი: სექტემბერი 15, 2017, 23:20
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და მეორე მარცხი განიცადა. ქართველი გოგონები ამჯერდ პოლონეთის ნაკრებთან განადგურდნენ _ 0:7.
პოლონელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოილიეს, როდესაც 6 გოლი გაიტანეს: ზბირადმა, ზაიაცმა, რატაიჟეკმა, ოსინკამ და ორჯერ მილეკმა პენალტით დაამწუხრეს ქართველები. მეშვიდე გოლი ოსპინამ უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
2 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს პოლონელები 6 ქულით ლიდერობენ, 4 ქულა აქვთ რუსებს, ხოლო ქულა _ ბერძნებს. ჩვენებს ჯერ ქულა არ აუღიათ და ბოლო ტურში ბერძნებს შეხვდებიან.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE