ზარანდიასა და ძალამიძეს მცირე დრო ერგოთ, გრიგალავას ტრავმა აწუხებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზარანდიასა და ძალამიძეს მცირე დრო ერგოთ, გრიგალავას ტრავმა აწუხებს


ზარანდიასა და ძალამიძეს მცირე დრო ერგოთ, გრიგალავას ტრავმა აწუხებს

უგოლო და მწირი დრო ჰქონდათ ქართველებს პოლონეთსა და რუმინეთში, ხოლო რუსეთში საერთოდ არ გამოჩენილა მოედანზე, მაგრამ ამის მიზეზი ტრავმაა.

დავიწყოთ პოლონეთით, სადაც ლუკა ზარანდიას არკა შინ დაუზავდა ლიდერ ზაგლებიეს _ 1:1. ჩვენებური მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, როდესაც არკა იგებდა და მალევე გოლი გაუშვეს, რამაც სტუმრებს მხოლოდ ფრე მოუტანა და პირველი ადგილიც დაკარგა.

რაც შეეხება არკას, 11 ქულით მე-10 ადგილზეა.

მორიგი მარცხი განიცადა ბუქარესტის იუვენტუსმა _ ნიკა ძალამიძის გუნდი შინ 0:2 დამარცხდა ბოტოშანთან.

ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმის მერე შეცვალეს. იუვენტუსი კი კვლავ მოუგებელია და 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგაში ტულის არსენალმა გია გრიგალავას გარეშე შინ 1:0 მოსკოვის დინამო. ჩვენებურს ტრავმა აწუხებს და განაცხადშიც არ ყოფილა.

არსენალი 11 ქულით მე-9 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები