ზიდანმა აპოელთან მატჩის დროს, შესვენებაზე ფეხბურთელებს მიმართა - ფრანგი უკმაყოფილო იყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა აპოელთან მატჩის დროს, შესვენებაზე ფეხბურთელებს მიმართა - ფრანგი უკმაყოფილო იყო


ზიდანმა აპოელთან მატჩის დროს, შესვენებაზე ფეხბურთელებს მიმართა - ფრანგი უკმაყოფილო იყო

ოთხშაბათს მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "აპოელი" 3:0 დაამარცხა.

მე-12 წუთზე ანგარიში რონალდუმ გახსნა, დანარჩენი ორი გოლი კი მეორე ნახევარში გავიდა.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ზინედინ ზიდანი პირველი ნახევრის შემდეგ თავისი გუნდით უკმაყოფილო იყო.

ცნობილია, რომ ფრანგმა ფეხბურთელებს "აპოელთან" სერიოზული მიდგომა მოსთხოვა და მათ უთხრა, რომ უფრო მეტი შემართებით ეთამაშათ.

როგორც ჩანს, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები დაბალი დონის მეტოქეს არასერიოზულად მიუდგნენ და თამაშის სტილს გადაუხვიეს, რაც ზიდანმა არ მოიწონა.

MARCA წერს, რომ გასახდელში მწვრთნელი ამ კუთხით ფეხბურთელებს მთელ რიგ დარიგებებს აძლევდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები