ვალვერდე: "მესის დასვენება? გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "მესის დასვენება? გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა"


ვალვერდე:

დღეს, 18:15 საათზე ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" სტუმრად "ხეტაფეს" ეთამაშება.

მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ შესაძლო როტაციაზე ისაუბრა.

"მესისა და სუარესის დასვენება? ამ კვირაში 3 შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და პირველ მატჩს ჩვეულებრივ, ტრადიციული შემადგენლობით დავიწყებთ, როტაციების გარეშე.

შემდეგ ვნახავთ როგორი სიტუაცია იქნება და ექიმებს აზრს დავეკითხებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი გამარჯვებაა", - განაცხადა ვალვერდემ და იგულისხმა, რომ მესისა და სუარესის დასვენების დრო ნაკლებად არის, რადგან ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მათ გარეშე გამარჯვება იოლი არ იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები