ჟან სერიმ ბარსელონას უპასუხა: "ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გადმოვალ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟან სერიმ ბარსელონას უპასუხა: "ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გადმოვალ"


ჟან სერიმ ბარსელონას უპასუხა:

"ნიცას" ნახევარმცველმა ჟან სერიმ დაადასტურა, რომ ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არანაირ შეთავაზებას არ განიხილავს, თუმდაც ეს შეთავაზება "ბარსელონასგან" იყოს.

ზაფხულში, კატალონიურ გუნდს 26 წლის კოტდიუვარელის გაფორმება სურდა, თუმცა ბართომეუმ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაშალა.

"რომელი გუნდისგანაც არ უნდა იყოს შემოთავაზება, მე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ნიცას" არ დავტოვებ.

ივნისამდე აქ ვიქნები და სხვა ვარიანტებს არ განვიხილავ", - განაცხადა სერიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები