მოურინიო: "ოლდ ტრაფორდი რუნის ისე უნდა დახვდეს, როგორც იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "ოლდ ტრაფორდი რუნის ისე უნდა დახვდეს, როგორც იმსახურებს"


მოურინიო:

კვირას, პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონს" მასპინძლობს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ამ სტადიონზე სხვა გუნდის მაისურით წარსდგება.

ამ ფაქტზე ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ რუნის "ოლდ ტრაფორდი" ისე უნდა დახვდეს, როგორ დახვედრასაც იმსახურებს.

ზოგჯერ სიტყვა ლეგენდას ხშირად ვიყენებთ, თუმცა რუნი ამ კლუბის ნამდვილი ლეგენდაა. გოლები, მატჩები, ტიტულები - ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ის "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები