ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: "ორშაბათობით მაიკონი გუნდში ნასვამი მიდიოდა, რის გამოც მოურინიომ ვარჯიში გადადო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: "ორშაბათობით მაიკონი გუნდში ნასვამი მიდიოდა, რის გამოც მოურინიომ ვარჯიში გადადო"


ინტერის ყოფილი ფეხბურთელი:

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი იანის ზიკუ იხსენებს, რომ ჟოზე მოურინიომ მაიკონის გამო ვარჯიში გადადო.

33 წლის რუმინელი იტალიური გუნდის ღირსებას 2004-2007 წლებში იცავდა, თუმცა კლუბთან კონტაქტი შემდეგაც ჰქონდა.

"მოურინიოს "ინტერში" იყო ერთი ფეხბურთელი, რომელიც ორშაბათობით, ვარჯიშზე მუდმივად ნასვამი მიდიოდა - ეს მაიკონი გახლდათ.

მსგავსი რამ სისტემატიურად მეორდებოდა, რის გამოც ერთხელ პორტუგალიელმა ვარჯიში გადადო და დილის ნაცვლად, საღამოს ჩაატარა, რადგან მაიკონსაც მიეღო მონაწილეობა", - განაცხადა ზიკუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები