ლევანდოვსკი რეალში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი რეალში?


ლევანდოვსკი რეალში?

მიმდინარე კვირას კარლ ჰეინც რუმინეგემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკის ოცნების გუნდი მადრიდის "რეალია".

ამ ფაქტს პრესაში და საფეხბურთო სამყაროში მთელი რიგი გამოხმაურებები მოჰყვა.

გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ეფენბერგმა განაცხადა, რომ "ბაიერნმა" ის უნდა მოიცილოს.

ასევე, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ "რეალს" ამჟამად ფორვარდი სჭირდება. ალვარო მორატას წასვლის შემდეგ, კლუბს მისი შემცვლელი არ დაუმატებია.

AS წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლა, მოულოდნელი არ იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები