ბუნდესლიგაში ჰანოვერი გალიდერდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუნდესლიგაში ჰანოვერი გალიდერდა


ბუნდესლიგაში ჰანოვერი გალიდერდა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტური გუშინ საღამოს დაიწყო და "ჰანოვერმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ბუნდესლიგის ახალწვეულმა საკუთარ მოედანზე "ჰამბურგი" მიიღო და დამაჯერებლად (2:0) დაამარცხა. გოლები მარტინ ჰარნიკმა და ილას ბედუმ გაიტანეს.

"96-იანელებმა" გერმანიის ჩემპიონატის ახალ სეზონში 10 ქულა დააგროვეს და გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, ცხრილის სათავეში მოექცნენ.

ანდრე ბრაიტენრაიტერის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ფრაიბურგს" შეხვდება და წარმატებული სერიის გაგრძელების კარგი შანსი ექნება.

ამ ეტაპზე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება:
ბუნდესლიგაში ჰანოვერი გალიდერდა
ასევე იხილეთ თემაზე:
ჰანოვერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები