კომპანი ვარჯიშებს დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კომპანი ვარჯიშებს დაუბრუნდა


კომპანი ვარჯიშებს დაუბრუნდა

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ვინსენ კომპანიმ, დაზიანება მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

"ცისფრების" კაპიტანმა ტრავმა ბელგიის ეროვნული ნაკრების რიგებში, სექტემბრის დასაწყისში, მიიღო და საკუთარი გუნდის რამდენიმე თამაში გამოტოვა.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ, სტუმრად "უოტფორდის" წინააღმდეგ, პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ კომპანი დაბრუნდა, მაგრამ დღევანდელ მატჩს მაინც გამოტოვებს.

31 წლის ბელგიელი "სიტის" კაპიტანი და დაცვის ლიდერია, რომლის არყოფნაშიც დაცვის ცენტრში დანილო, სტოუნსი და ოტამენდი მოქმედებენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი ვინსენ კომპანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები