ცორკი: "იარმოლენკო გუნდს კარგად მოერგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცორკი: "იარმოლენკო გუნდს კარგად მოერგო"


ცორკი:

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, ანდრეი იარმოლენკოს პირველი თამაშები შეაფასა.

"ჩვენ ვიცოდეთ, რომ მას ასეთი რამის გაკეთება და ძალიან კარგი თამაშის ჩვენება შეეძლო.

ანდრეი ჩვენს სათამაშო რითმს ხანგრძლივი დისტანციის განმავლობაში უნდა მიეჩვიოს, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩვენს გუნდს კარგად მოერგო.

კარგ ფეხბურთელებს ადაპტაციისათვის დიდი დრო არ სჭირდებათ", - განაცხადა ცორკმა.

27 წლის უკრაინელი შემტევი "ბორუსიამ" კიევის "დინამოდან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ანდრეიმ ჩემპიონთა ლიგაზე, "ტოტენჰემთან" თამაშში (1:3), ულამაზესი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები