ჰელდტი: "ჰანოვერი პირველ ადგილს იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰელდტი: "ჰანოვერი პირველ ადგილს იმსახურებს"


ჰელდტი:

"ჰანოვერის" სპორტული დირექტორი, ჰორსტ ჰელდტი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ბუნდესლიგას დამსახურებულად ლიდერობს.

"ამ მიღწევით მოხარულები ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს დავიმსახურეთ.

"ჰანოვერს" მარტიდან მოყოლებული არცერთი მატჩი არ წაუგია და ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ, მაგრამ ვიცით, რომ წინ რთული ამოცანები გველის", - აღნიშნა ჰელდტმა.

"ჰანოვერი", რომელიც ბუნდესლიგაში ამ ზაფხულს დაბრუნდა, 4 ტურის შემდეგ 10 ქულით გერმანიის ჩემპიონატს ლიდერობს, მაგრამ ტურის 8 თამაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჰანოვერი ჰორსტ ჰელდტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები