მენიე: "კურტუა ძალიან ძლიერი მეკარეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მენიე: "კურტუა ძალიან ძლიერი მეკარეა"


მენიე:

"პარი სენ ჟერმენისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი, ტომას მენიე, მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ტიბო კურტუა "პსჟ-ს" მოუხდებოდა.

"ის ძალიან ძლიერი მეკარეა, რომელიც "პსჟ-ს" დაეხმარებოდა. ჩვენ ისედაც ორი კარგი მეკარე გვყავს, მაგრამ ტიბოს უნიკალური თვისებები და გამორჩეული ტალანტი აქვს.

გარდა ამისა, ტიბო ძალიან მაღალია - თითქმის 2 მეტრი სიმაღლეში", - განაცხადა მენიემ.

კურტუა ახლა ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავს და მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2019 წლამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსიპსჟ ტომას მენიე ტიბო კურტუა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები