კრესპო: "იკარდი რონალდუს და მესის შემდეგ საუკეთესოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრესპო: "იკარდი რონალდუს და მესის შემდეგ საუკეთესოა"


კრესპო:

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ერნან კრესპომ, მილანის "ინტერის" კაპიტანი, მაურო იკარდი, შეაქო.

"კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ, რომლებიც სხვა პლანეტიდან არიან, იკარდი - მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია.

იკარდის მას შემდეგ ვაკვირდები, რაც იტალიაში გადმოვიდა. მას ყოველწლიურად ახალი პრობლემები ატყდება თავს, მაგრამ ყოველთვის მძლავრად მიიწევს წინ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იკარდი ჭკვიანი ბიჭია. როგორც ჩანს, ახლა ის დიდი ნაბიჯისათვის ემზადება.

არ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ მაურომ იტალიის სერია ა-ში გოლების გრაფაში ორციფრიანი რიცხვი მხოლოდ 2013/14 წლების სეზონში ვერ დააფიქსირა. ეს მის სტაბილურობაზე მეტყველებს", - განაცხადა კრესპომ.

მაურო იკარდიმ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 34 შეხვედრაში 24 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ერნან კრესპო მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები