სპალეტი: "ეს მარტივი გამარჯვება არ იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი: "ეს მარტივი გამარჯვება არ იყო"


სპალეტი:

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "კროტონესთან" დღევანდელი მატჩი შეაფასა.

"ეს მარტივი გამარჯვება არ ყოფილა და ჩემმა ბიჭებმა ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, ვინაიდან მეტოქის სათამაშო სტილს შეეგუენ.

კალაბრიაში ძალიან ცხელოდა, მინდორი ზედმეტად მშრალი იყო და ბურთს გადაადგილება უჭირდა. გარდა ამისა, პირველ ტაიმში ქარმაც შეგვიშალა ხელი.

ჰანდანოვიჩმა კარგად იასპარეზა, მაგრამ ჩვენ უფრო აშკარა შანსები გვქონდა. ეს გამარჯვება იმაზე მოწმობს, რომ "ინტერი" სოლიდური და მრავალფეროვანი გუნდია", - განაცხადა სპალეტიმ.

"ნერაძურიმ" სერია ა-ს ერთ-ერთი აუტსაიდერი 2:0 დაამარცხა და გოლები ბოლოსკენ გაიტანა. 4 ტურის შემდეგ "ინტერს" 12 ქულა აქვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები