მილანმა შესაძლოა ვიდალი ინათხოვროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანმა შესაძლოა ვიდალი ინათხოვროს


მილანმა შესაძლოა ვიდალი ინათხოვროს

კატალონიის "ბარსელონას" განაპირა მცველმა, ალეშ ვიდალმა, შესაძლოა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი "მილანში" ჩაატაროს.

"როსონერიმ" ახლახანს ძირითადი მარჯვენა მცველი, ანდრეა კონტი, დაკარგა, რომელიც მუხლის სერიოზული ტრავმის გამო მომდენვო 6 თვეს გამოტოვებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობას კონტის შემცვლელის დამატება სურს და ერთ-ერთ ალტერნატივად ალეშ ვიდალს განიხილავს.

28 წლის ესპანელი მარჯვენა მცველი "მილანმა" შესაძლოა იანვარში 6 თვიანი იჯარის წესით დაიმატოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები