ანჩელოტი: "რიბერისთან ყველაფერი მოგვარებულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "რიბერისთან ყველაფერი მოგვარებულია"


ანჩელოტი:

მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, აღნიშნა, რომ ის ფრანკ რიბერის უკვე ესაუბრა და ყველაფერი მოგვარებულია.

"ფრანკს ამ თემაზე ვესაუბრე. ის გახსნილი და გულწრფელი ადამიანია. გულწრფელ ადამიანებთან კი პრობლემები არასოდეს გექმნება.

თამაშის შემდეგ ნამდვილად გაბრაზებული ვიყავი, შემდეგ ირგვლივ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია. ჩვენ მხოლოდ წინ ვიყურებით", - აღნიშნა პაპა კარლომ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ანდერლეხტთან" საშინაო თამაშში (3:0), იტალიელმა სპეციალისტმა რიბერი 78-ე წუთზე შეცვალა, რამაც 34 წლის ფრანგი გააბრაზა და ემოციები არც დაუმალავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები