აუგენტალერი-ლევანდოვსკის: "საჯაროდ ამის გაკეთება არ შეიძლება!"
თარიღი: სექტემბერი 16, 2017, 21:02
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, ლეგენდარულმა, კლაუს აუგენტალერმა, რობერტ ლევანდოვსკის რჩევა მისცა.
"არასოდეს უნდა გააკრიტიკო საჯაროდ კლუბი, რომელიც ხელფასს გიხდის. რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი, თუნდაც კრიტიკული, პირდაპირ უნდა გამოხატო და ეს 7 წლიანი კაპიტნობის პერიოდში თავადაც არაერთხელ გამიკეთებია, მაგრამ არა გაზეთების ფურცლებზე.
თუ ლევანდოვსკის კლუბის საკითელდღეოდ რაღაც იდეები აქვს, მაშინ ის ჰიონესთან და რუმენიგესთან უნდა მივიდეს, შემდეგ კი ეს საკითხი თამამად განიხილოს", - განაცხადა აუგენტალერმა.
29 წლის პოლონელმა ფორვარდმა პრესაში მიუნხენური გრანდის სატრანსფერო პოლიტიკა მსუბუქად გააკრიტიკა, ამის გამო კი "ბაიერნის" ბოსებისა" და არაერთი ყოფილი მოთამაშის კრიტიკა დაიმსახურა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE