ბარიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა


ბარიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

"ვესტ ბრომვიჩის" საყრდენი ნახევარმცველი, გარეთ ბარი, ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა.

"ვესტ ჰემთან" დღევანდელი მატჩი (0:0) მისთვის ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით 632-ე გამოდგა და ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ რაიან გიგზს გაუთანაბრდა.

თუმცა გარეთ ბარისთვის ეს პრემიერ ლიგის მე-600 შეხვედრა გამოდგა, რომელიც მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ეს აბსოლუტური რეკორდია.

36 წლის ვეტერანი ინგლისელი პრემიერ ლიგის თამაშებში პირველივე წუთებიდან "ასტონ ვილას" (353), "მანჩესტერ სიტისა" (123) და "ევერტონის" (120) მაისურებით გადიოდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
გარეთ ბარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები